თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ძალიან უხერხულია ნეიტრალიტეტზე საუბარი, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
„სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს კალაძე.
ასევე წაიკითხეთ: