სტივენ კინგმა, რომლის წიგნებიც რუსეთში საკმად კარგად იყიდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გამომცემლობებთან დადებულ ყველა კონტრაქტი ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია მის აგენტზე დაყრდნობით წერს.
მწერლის ახალი რომანები რუსეთში აღარ გამოიცემა. 5 მარტს Twitter-ში სტივენ კინგმა დაწერა, რუსეთში საკუთარი კონტრაქტების გაყიდვას გეგმავდა.
2016 წელს რუსეტში სტივენ კინგის წიგნის 6,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველაზე გაყიდვადი რომანი იყო „ის“. 6 წელიწადში რუსეთში ამ რომანის 393 ეგზემპლარი გაიყიდა.
მანამდე რუსეთში კონცერტები გააუქმა ბიორკმა, იგი პოპმა,Twenty One Pilots, The Killers-მა და სხვებმა.
სტივენ კინგს მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.