"მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შექმნა სამუშაო დოკუმენტი სანქციათა პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო გავრცელდებოდა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" მფლობელზე რომან აბრამოვიჩიზე", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელმაც შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.