ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 560 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 560 გამოჯანმრთელდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.