თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ჩამოინგრა მეორე სართულის ჭერი და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთმა წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მანქანაც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.