საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.