NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას

ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას, რის შედეგადაც უარყოფილი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის გახსნისას განაცხადა.

„ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე წაიკითხეთ:

ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა