კელი დეგნანი: არ გვინდა, რომ რუსეთისთვის საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

"არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.
 

"NATO არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს - თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებებისადმი, სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, ეს კარგად იცის.

როგორც უკვე ვთქვი, ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მაქსიმალურ სამხედრო მზადყოფნას და აშშ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატოსკენ ნაბიჯების გადასადგმელად. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის. დასაკარგავი დრო არ არის. არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს "უკანა კარად" სანქციებისთვის თავის ასარიდებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.