უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში ვიდეოფორმატის რეჟიმში მონაწილეობს. დღეს მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს:
„გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში" - მიმართა ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა აჩვენოს თუ რის გაკეთება შეუძლია ალიანსს. „გვაჩვენეთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა. მსოფლიო და უკრაინა ელოდება რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების გარანტიებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს