დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა NATO-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას", - განაცხადა მან.
NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში