საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:36 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ეპიცენტრი სოფელ სამების მიმდებარედ იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.