სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის - საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ბრიუსელში ვიდეოფორმატის რეჟიმში G7-ის ლიდერებს მიმართა.
„რაც უფრო მალე მოხდება ზუსტად ისე, როგორც ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესშია. თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს. სიცოცხლემ სიკვდილს უნდა აჯობოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს ბრიუსელში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს.