ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება.
ცნობითვის, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
ამასთან, ილია II-ს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.