25 მარტს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ნაწილობრივ მზიანი დღე. ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა ფოთში. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღე და +6 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.