საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.