საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის

საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთის ფედერაციაში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის. წერს  Bloomberg.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზია საერთაშორისო ზეწოლა კომპანიაზე, რომ გაყიდვებიდან რუსული პროდუქცია ამოიღოს. 

„კომპანიის აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ ახლა მოპოვებულ ძვირფას ქვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბრილიანტები Tiffany-ის მაღაზიებში ჯერ ხელმისაწვდომი იქნება. რადგან ქსელში ის პროდუქციაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყიდებოდა“, - წერს გამოცემა. 

Tiffany-იმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აკრძალვა ვრცელდება რუსეთში 21 მარტამდე მოპოვებულ ძვირგას ქვებზე. კომპანიაში არ ახსნეს, თუ რატომ აირჩიეს ეს თარიღი. 

,,Tiffany & Co” საიუველირო კომპანია დაარსდა 1837 წელს ჩარლ ლუის ტიფანის და ჯონ იანგის მიერ. პირველი მაღაზია დაარსდა მანჰეტენზე და მათი საფირმო ფერი გახდა ფირუზისფერი. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის