საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არის უფუნქციო. პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. საავტომობილო გზა არ არის გადაკეტილი.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.