europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - მანამდე ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა.
ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ასევე წაიკითხეთ