თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს თურქეთში რუსი ოლიგარქებისა და მოქალაქეების ჩასვლას მიესალმებიან თუ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას. ამის შესახებ Reuters წერს.
მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ Doha Forum-ზე განაცხადა.
„თუ რუსი ოლიგარქები ან რუსეთის მოქალაქეები თურქეთში ჩამოსვლას მოისურვებენ, რა თქმა უნდა მათ ეს შეუძლიათ...თუ გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს ბიზნესსაქმიანობა თურქეთში –რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განვიხილავ. თუ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს სხვა ამბავია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკვეთრად აკრიტიკებს, თუმცა პრინციპულად გამოდის სანქციების წინაარმდეგ, რომელიც NАТО-ს მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს.
ამასთან როგორც მედია წერს, ორი იახტამ რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უკავშირდება, თურქეთის კურორტების სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა.
ასევე წაიკითხეთ
თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News