ბრიტანეთში აბრამოვიჩის მეგობრის შვინდლერის ორი თვითმფრინავი დააკავეს

ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს. 

ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა. 

The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში. 

Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.


სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.

ასევე წაიკითხეთ 

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters 

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა 

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა