„პატრიოტთა ალიანსის" წევრი პარლამენტში შედის

ავთანდილ ენუქიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის.

„ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა ენუქიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავენ. არც არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.