ბოლო 24 საათში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 763 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 27 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 853 040ა აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 359 196 ადამიანი ,18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 47.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 255 834 ადამიანი , 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43.7%

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 114 (2.32%), სრულად აცრილია - 3 256 (1.84%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 596 (15.53%) , სრულად აცრილია - 11 146 (13.74%). 26 მარტს აცრა 763 ჩატარდა.