ენტონი ბლინკენი: აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია

აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ბლინკენმა.

ასევე წაიკითხეთ:

ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს