პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსული ვაქცინის შემოტანას განიხილავს, თუ მას ჯანმო აღიარებს

"თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა", — ასე უპასუხა დაავადებათა კონტროილი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, საქართველომ განიხილოს რუსული ვაქცინის შემოტანა.

იმნაძემ ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ჯერ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და WHO სხვა ვაქცინებს განიხილავს: ასტრაზენეკა, სინოვაკი. მისივე თქმით, სინოვაკის ჩინური ვაქცინით მსოფლიოში ყველაზე მეტი, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის მომხმარებელი, თუ ის მსოფლიომ აღიარა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც შეიძლება გახნდნენ.

როგორც ჯანდაცის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, კოვაქსპლატფორმის ფარგლებში ვაქცინას საქართველოში გაზაფხულისთვის ელოდებიან. 1 400 000 დოზაზე, რომელიც 700 000 მოქალაქისთვის არის გათვალისწინებული.