შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის/ვიზის გარეშე ჩასვლისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად