"რუსი ოკუპანტების მიერ გადატაცებული რამდენიმე მერი მკვდარი იპოვეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს.
"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ რამდენიმე მოკლეს, ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან".- თქვა მან და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება