კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

ნიდერლანდების ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება ვებგვერდზე გაავრცელა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ახალ ინვესტიციებს, ექსპორტსა და ბრენდის რეკლამებს აჩერებდა, ხოლო დღეს ბაზრის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი.

“შოკირებული და დამწუხრებული ვართ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ყურებით, რომელიც გრძელდება და მწვავდება”, - წერია კომპანიის განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ Heineken რუსეთში სიდიდით მესამე ლუდის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ სამ ბრენდს ფლობს.

ამას გარდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1800 დასაქმებულს ხელფასს 2022 წლის ბოლომდე შეუნარჩუნებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის