საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო. მისივე თქმით, ახლა საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში.
„საზოგადოებამ იხილა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სწრაფად განვახორციელეთ ყველა პროცედურა, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. გაკეთდა განაცხადი, გაიგზავნა ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის მხრიდან მიმღებლობა იყო ძალიან პოზიტიური. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო ის სისწრაფე და პროცედურები, რომელიც გაირა ჩვენმა განაცხადმა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია. საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში.
ჩვენ უახლოეს პერიოდში შემდგომ ნაბიჯს ველოდებით – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროში მივიღებთ ამ კითხვარს, მაგრამ ეს არის შემდგომი აცილებელი ნაბიჯი. კითხვარი აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის კითხვარი აქვს. შეიძლება, 1 000 კითხვა იყოს, შეიძლება მეტი. ამ კითხვებში არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური საკითხები, დემოკრატიზაციის თემები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ასევე წაიკითხეთ: