აპრილში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველო და უკრაინაც დაესწრებიან.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო 6-7 აპრილს შეიკრიბება. მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც. ამის შესახებ NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან, სესიებზე ალიანსის წევრების გარდა, მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთი.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელშიც მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.