Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო Bloomberg-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს. 

კლიენტებს შეუჩერდებათ Bloomberg-ის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა - მათ შორის ტერმინალზე, მონაცემთა ლიცენზიებზე, მონაცემთა წყაროებსა და ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე. 

საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, გამორთულია რუსულ ფასიან ქაღალდებზე სავაჭრო ფუნქციებიც. რუსული აქციები Bloomberg-ის გლობალური კაპიტალის ინდექსებიდან 9 მარტს ამოიღეს, ხოლო მისი ობლიგაციები ამოღებულია ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებიდან, რომლებიც თვის ბოლოს ბალანსდება. 

4 მარტს Bloomberg-მა განაცხადა, რომ გააჩერებს ჟურნალისტების საქმიანობას რუსეთში მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის შესახებ. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ 

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.