Johnson & Johnson რუსეთში პირადი ჰიგიენის საშუალებების შეტანას აჩერებს

ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა რუსეთში ჰიგიენის საშუალებების შეტანა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ Bloomberg წერს. 

კომპანია რუსეთის ბაზარზე სამედიცინო პრეპარატებს და აღჭურვილობას შეიტანს. მანამდე Johnson & Johnson-მა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერა. 

რუსეთის ბაზარზე Johnson & Johnson-ის პროდუქცია შემდეგი ბრენდებით იყო წარმოდგენილი -  Clean & Clear, Johnsonʼs, o.b., Carefree, Neutrogena, Listerine და სხვა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ 

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს