საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში იაკობიშვილის მეტოქე სომხეთის ნაკრების წევრი არმან ანდრეასიანი იყო, რომელმაც ნახევარფინალში მოლდოველ ნიკოლაი გრამეზს 4:0 მოუგო.
ცნობისთვის, ზურაბს 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული, ევროპის პირველობაზე კი მისი მაქსიმუმი ბრინჯაოს მედალი იყო.