NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„ჩვენ ძალიან ვაფასსებთ საქართველოსთან დიდი ხნის წინ დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები.“, - წერს მირჩა ჯოანა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა
ასევე წაიკითხეთ
შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა