Reuters: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა თელ-ავივის გარეუბანში სანამ თავად დაჭრიდნენ სასიკვდილოდ სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Reuters წერს. 

ისრაელის ტელევიზიებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს შავებში ჩაცმულ კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებს. კადრები გადაღებულია ებრაულ ულტრამართლმადიდებლურ ქალაქში.

მედიის ცნობით,  თავდამსხმელი იყო პალესტინელი, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე სოფლიდან.

გასულ კვირაში არაბი თავდამსხმელების მიერ მოკლული ებრაელთა რიცხვი 11-მდე გაზარდა.