დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„დიიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. მოხარულები ვიქნებით ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინის ხელისუფლება ამას გვთხოვს“,- განაცხადა ვუდვორდმა.
ასევე წაიკითხეთ:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს
Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ