დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც წამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის არსებული კონკრეტული პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენაზე და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.

„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილის გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის და ეს გზავნილი იქნება ასევე მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია ლოგიკური გაგრძელება იქნება, საუბარი იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს შეხვდა