საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტი 30 მარტსაა ჩანიშნული.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
„შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ როგორც საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, ისე რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მნიშვნელოვანი თემებს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი ეწვევა
ვიქტორია ქათამაძე 2022-01-01 0:00:00ფოტოს წყარო: Google