დღეიდან Johnson & Johnson's-ის ვაქცინა კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზეა.
CNN-ი ფარმაცევტული კომპანიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აცრისათვის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი.
აშშ-ს და მსოფლიოს მასშტაბით კვლევა დაახლოებით 60,000-მდე მოხალისეზე ჩატარდა.
Johnson & Johnson's-ის მთავარი მეცნიერის პოლ შტოფელის განცხადებით, კლინიკური ცდის მესამე ეტაპი სტარტს დღესვე აიღებს. რაც შეეხება პირველ და მეორე კლინიკურ ტესტირებებს, ირკვევა, რომ ვაქცინა აყალიბებს იმუნიტეტეს და უსაფრთხოა მასშტაბური ცდების ჩატარების თვალსაზრისით.
კლინიკური ცდის მესამე ეტაპზე, კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან მედიკამენტის უსაფრთხოებას და გაარკვევენ საკმარისია თუ არა ერთი დოზა ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად.
ამასთანავე Johnson & Johnson აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობით შეისწავლოს ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა.
მედიკამენტის კლინიკური ტესტირება ჩატარდება არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, მექსიკაში, პერუში, სამხრეთ აფრიკასა და შეერთებულ შტატებში.
Johnson & Johnson-ი აღნიშნავს, რომ თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპს, ის ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისში გახდება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების მესამე ეტაპს გადიან Moderna, Pfizer/BioNTech და AstraZenec-ს ვაქცინები.