ბრიტანეთის თავდაცვა: რუსულ სამხედრო დანაყოფებს დანაკარგების გამო რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსულ სამხედრო დანაყოფებს დიდი დანაკარგების გამო რეორგანიზაციისა და მარაგების შესავსებად რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ.

დაზვერვის ინფორმაციით 30 მარტის მონაცემებით, რუსეთს სახმელეთო ძალები შემცირებულია, რის გამოც რუსული მხარე კომპენსაციას სავარაუდოდ არტილერიისა და სარაკეტო შეტევებით ეცდება.

„რუსულ დანაყოფებს დიდი დანაკარგები აქვთ და იძულებულები არიან ბელორუსსა და რუსეთში დაბრუნდნენ რეორგანიზაციისთვის და მარაგების შესავსებად, რაც რუსეთის უკვე დეფორმირებულ ლოჯისტიკაზე წნეხს ზრდის და გვაჩვენებს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს", - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსული ძალები ამჟამად დონეცკსა და ლუგანსკზე კონცენტრირდება, რაც იმის არაპირდაპირი აღიარებაა, რომ რუსეთს ერთზე მეტ ადგილას დაწინაურების შენარჩუნება უჭირს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა.

25 მარტს CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს