ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ლეგენდარული ქართველი რეჟისორის - ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოფესტივალზე შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:
„დღეს ღამე უთენებია“ (1984);
„ორომტრიალი“ (1986);
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978);
„როცა აყვავდა ნუში“ (1972);
„ვალსი პეჩორაზე“ (1992);
„ერთი ცის ქვეშ“ (1961);
„მე ვხედავ მზეს“ (1965);
„ფერისცვალება“ (1968);
„აურზაური სალხინეთში“ (1975);
„ოქროს ძაფი" (2019).
საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ყოველწლიურად 100-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს სთავაზობს აუდიტორიას. იგი გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ტარდება. წელს ფესტივალი 19 აპრილის გაიხსნება და 29 აპრილს დასრულდება.