რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.
„პრინციპში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ყველაფერი ზუსტადაა გაწერილი. ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხოთ ხალხს. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ხალხმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე“, - აღნიშნა ბაბილოვმა.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.