Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის - 3.44% ხოლო 7 დღის - 2.75%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 482 საიდანაც, 535 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 293, აჭარაში - 41, იმერეთში - 93.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, აჭარაში - 23, იმერეთში - 17.
5 947 ადამიანი სახლში მკურნალობს.