კანადაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადი მთავრობა ავრცელებს.

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ Moderna-ს გამოყენებაზე მსჯელობა 12 ოქტომბერს დაიწყო. მტკიცებულებების საფუძვლიანი და დამოუკიდებელი განხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ Moderna-ს ვაქცინა აკმაყოფილებს დეპარტამენტის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს და შესაბამისად, 23 დეკემბერს გასცეს მისი გამოყენების ნებართვა.

როგორც მთავრობის განცხადეაბაშია ნათქვამი, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა კანადელისთვის.