დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

დანიის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპპე კოფოდი ხელმძღვანელობით, საქართველოში ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელის თანხლებით, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ეწვია. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი დელეგაციას შეხვდა სოფელ მუხრანში და შემდეგ ვიზიტორებთან ერთად გაემართა ოძისის რაიონში, მათ შორის ოძისში გადაკვეთის პუნქტზე, რომელიც უკვე ორ წელიწადნახევარზე მეტია დაკეტილია.

ოძისში გადაკვეთის პუნქტზე, მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა მიაწოდა მინისტრს ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უკანასკნელი მოვლენების და მათი გავლენის შესახებ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე გადაკვეთის პუნქტების ხანგრძლივ დაკეტვას, როდესაც საქმე ეხება გადაადგილების თავისუფლებას და განათლებაზე ან შესაბამის ჯანდაცვაზე წვდომას. საგარეო საქმეთა მინისტრმა კოფოდმა გამოიყენა მისი ვიზიტის შესაძლებლობა, რომ გადაეხადა მისიისთვის მადლობა ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებისთვის. დანიის თხუთმეტი წარმომადგენელი მსახურობს ამჟამად მისიაში დამკვირვებლად.