ესტონეთმა Yandex.Taxi-ს ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა

ესტონეთის მთავრობამ რუსულ ტაქსის კომპანია Yandex.Taxi-ს სანქცია დაადო და ქვეყანაში მუშაობის უფლება აუკრძალა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ "Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

„ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს". - თქვა კაია კალასმა.

ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტიმ განაცახადა, რომ იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს.

„ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის". - ამბობს სუტი.

21 მარტს ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. 

ასევე წაიკითხეთ

ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს