ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს.
ლატვიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთში კომპანიის სერვერებზე, მომხმარებელთა მონაცემების გადაგზავნა ხდება, რაც მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
„23 მარტიდან ოპერატორები Yandex Go-ს მობილური აპლიკაციით ვეღარ ისარგებლებენ და ეს მომწოდებელი ლატვიის ტერიტორიაზე მომსახურებას ვეღარ განახორციელებს. ხოლო ის მძღოლები და გადამზიდავები, რომლებიც აკრძალულ აპლიკაციას გამოიყენებენ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს.
ასევე წაიკითხეთ
კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის
ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.
ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის