უილ სმიტი კინოაკადემიას ტოვებს

უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა და განაცხადა, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე კრის როკზე თავდასხმა “შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო”.

გასულ კვირას ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კრის როკს სცენაზე მას შემდეგ დაარტყა, რაც წამყვანმა მისი მეუღლის გარეგნობაზე იხუმრა.

კრის როკის ხუმრობა ჯადა პინკეტ-სმიტზე, იყო მინიშნება 1997 წლის ფილმზე G.I. Jane, რომელშიც მსახიობმა დემი მურმა თავი გადაიპარსა. გაურკვეველია, იცოდა თუ არა როკმა, რომ ჯადა პინკეტ-სმიტს თმის ცვენის დარღვევა ჰქონდა.

კინოაკადემიის პრეზიდენტმა, დევიდ რუბინმა განაცხადა, რომ მიიღო სმიტის გადადგომის შესახებ განცხადება, მაგრამ გააგრძელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, რამაც შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს. 

სხდომა 18 აპრილს გაიმართება.