იტალია COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, მთავრობამ გარე და დახურულ სპორტულ სივრცეებში დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვები გააუქმა, ასევე გაუქმდა მოთხოვნა, რომ 50 წელს გადაცილებულმა პირმა სამუშაო ადგილზე შესასვლელად აცრა უნდა ჩაიტაროს. თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
კოვიდრეგულაციები იტალიაში მოგზაურთათვისაც შემსუბუქდა. თუმცა, ვიზიტორებმა მაინც უნდა აჩვენონ COVID-სერტიფიკატები და შეავსონ მგზავრების ლოკატორის ფორმა.
გარე რესტორნებისა და ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჯანმრთელობის საშვის ვალდებულება უკვე მოიხსნა. ნიღბების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო 30 აპრილამდე დარჩება.
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვარს შემოიღეს. ქვეყანაში ვირუსით 159 383 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 14.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.