კომპანია Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა ელენა ბუნინამ რუსეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ Forbes კომპანიაზე დაყრდნობით წერს.
ბუნინამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს კვიპროზსზე იყო დასასვენებლად და მას შემდეგ რუსეთში არ დაბრუნებულა. „1-ელ მარტს გადავფრინდი ისრაელში და ბოლო თვეა თელავივის ოფისში ვმუშაობ. მე არ დავბრუნდები რუსეთში, არ შემიძლია იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელსაც [კონფლიქტი] აქვს მეზობლებთან“, - აცხადებს ბუნინა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს