აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი შეიწყალა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ისინი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ მსჯავრდებულები.
„ტრამპმა ასევე შეიწყალა უძრავი ქონების დეველოპერი, ჩარლზ კუშნერი, რომელიც მისი სიძის, ჯარედ კუშნერის მამაა“, - წერს Reuters-ი. ჯარედ კუშნერი თეთრი სახლის მრჩეველია. ჩარლზ კუშნერს გადასახადების თავიდან არიდებას ედავებოდნენ და 2–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ბრიტანული მედია ასევე იტყობინება, რომ 23 დეკემბერს, საერთო ჯამში დონალდ ტრამპმა 29 პირი შეიწყალა.